უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 823 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22 ინფიცირებული
უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 823 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22 ინფიცირებული

უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირება 823 ადამიანს დაუდასტურდა, 22 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ ლვოვის ოლქში გამოვლინდა, სადაც ინფექცია 128 ადამიანს დაუდასტურდა.

5 ივლისის მდგომარეობით, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 48 500 შემთხვევაა რეგისტრირებული. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1 249-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 221-ით გაიზარდა და ჯამში 21 376 შეადგინა.

დატოვე კომენტარი