უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 664 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 ინფიცირებული
უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 664 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 ინფიცირებული

უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“ 664 ადამიანს დაუდასტურდა, 14 ინფიცირებული კი, გარდაიცვალა.

პირველი ივლისის მდგომარეობით, უკრაინაში სულ კორონავირუსის 44 998 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაიცვალა 1 173 ინფიცირებული.

გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 433-ით გაიზარდა და ჯამში 19 548 შეადგინა.