უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 497 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 63 პაციენტი
უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 497 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 63 პაციენტი

უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 497 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო დღე-ღამეში 63 ადამიანი გარდაიცვალა. ამრიგად, საერთო ჯამში პანდემიის დროს დაინფიცირდა 184 734 ადამინი, ხოლო გარდაცვლილი პაციენტების რიცხვმა 3705 შეადგინა. განიკურნა 81 670 მოქალაქე.

ბოლო დღე-ღამეში ვიურსის ყველაზე მეტი შემთხვევა ხარკოვში აღრიცხეს, სადაც 403 ინფიცირებული გამოვლინდა, მეორე ადგილზეა ტერნოპოლი 337 შემთხვევით, ხოლო კიევში ინფიცირების 307 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა 16 სექტემბერს დაფიქსირდა, როდესაც ქვეყანაში 3 548 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა.

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინის საავადმყოფოებს ყველაზე დიდი 50-52 ათასი პაციენტის ჰოსპიტალიზაციის შესაძლებელობა აქვთ. ამ დროისთვის 36 ათასი ადგილი უკვე დაკავებულია.