უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 14 575 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 229 პაციენტი გარდაიცვალა
უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 14 575 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 229 პაციენტი გარდაიცვალა

უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 14 575 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფორმაციას უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა კიევში, დნეპროპეტროვსკის, ხმელნიცკისა და სუმის ოლქებში.

ბოლო 24 საათში უკრაინაში „კოვიდ-19“-ით 229 პაციენტი გარდაიცვალა.

უკრაინაში პანდემიის პერიოდში დაინფიცირებული პაციენტების რიცხვმა ჯამში 598 085 შეადგინა. მათგან  274 324 ადამიანი განიკურნა, 10 598 კი გარდაიცვალა.