უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 746 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 685 ადამიანი გამოჯანმრთელდა
უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 746 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 685 ადამიანი გამოჯანმრთელდა

უკრაინაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსი 10 746 პირს დაუდასტურდა, 8 685 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში უკრაინაში 187 პაციენტი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში გამოვლენილია ინფიცირების 450 934 შემთხვევა, მათგან  204 299 პირი გამოჯანმრთელდა, 8 312 კი გარდაიცვალა.