უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 416 ადამიანს დაუდასტურდა
უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 416 ადამიანს დაუდასტურდა

უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 416 ადამიანს დაუდასტურდა. 17 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 408 შეადგინა. დაავადება სულ 15 648 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 3 288 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით უკრაინაში სამი ათასამდე მედიკოსია ინფიცირებული.

დღეიდან უკრაინაში კარანტინის შემსუბუქების პირველი ეტაპი დაიწყო. კერძოდ, 11 მაისიდან ქვეყანაში დასაშვებია პარკებსა და სკვერებში წასვლა. მუშაობას განაახლებენ სტომატოლოგიური კლინიკები, სილამაზის სალონები. მუშაობის უფლება მიეცათ ღია კაფეებსა და სავაჭრო ცენტრების მაღაზიებს.

ამასთან, კიევში კარანტინის შემსუბუქება 12 მაისიდან დაიწყება. თუმცა დედაქალაქში შემზღუდავი ზომები უფრო მკაცრი იქნება. მაგალითად, საბავშვო მოედნები დაკეტილი იქნება. ასევე მუშაობას განაახლებენ მხოლოდ ის მაღაზიები, რომლებსაც ქუჩიდან აქვთ შესასვლელი.