უკრაინაში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსი 343 ადამიანს დაუდასტურდა. როგორც მთავრობა ამტკიცებს, ახალი ინფიცირებულების რაოდენობა მესამე დღეა, იკლებს.
ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში ვირუსი 5449 ადამიანს გამოუვლინდა.
ინფიცირების ყველაზე მეტი, 889 შემთხვევა ჩერნოვიცკის ოლქშია აღრიცხული.
ახალ კორონავირუსს უკრაინაში 141 ადამიანი ემსხვერპლა, 347 კი გამოჯანმრთელდა.