უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 12 630 ადამიანს გამოუვლინდა, გამოჯანმრთელდა 16 866 პაციენტი

10:50, 18.12.2020

უკრაინაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 12 630 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 16 866 პაციენტი, ხოლო 233 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილ ინფიცირებულებს შორის 620 ბავშვი და 552 მედიკოსია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 944 381 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 561 222 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 16 256 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მსგავსი