უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1112 პირს დაუდასტურდა
უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1112 პირს დაუდასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინაში კორონავირუსი 1112 ადამიანს დაუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჯამში, უკრაინაში ვირუსის 72 168 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 1725 ადამიანი გარდაიცვალა, 39 543 პირი კი, გამოჯანმრთელდა.

„კოვიდ 19“-ის ყველაზე მეტი შემთხვევა ლვოვის, კიევის და როვნოს ოლქებშია აღრიცხული.