უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა
უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა

უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა, 1 433 კი დაინფიცირდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსისგან 752 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 84 548 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1 970 გარდაიცვალა, 45 686 კი გამოჯანმრთელდა.