უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 483 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

10:42, 03.06.2020

უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 483 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რვა ადამიანი კი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ჯამში 24 823 ადამიანი ინფიცირდა. გარდაცვლილთა საერთო როდენობა 669-ს შეადგენს.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 362-ით გაიზარდა და 10 440 გახდა.

მსგავსი