უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 477 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:48, 28.05.2020

უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 477 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქვეყანაში სულ „კოვიდ-19“-ით 22 382 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაცვლილთა საერთო როდენობა 669-ს შეადგენს.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი 444-ით გაიზარდა და 8 439-ი გახდა.

მსგავსი