უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 397 ადამიანს დაუდასტურდა
უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 397 ადამიანს დაუდგინეს. ეს ქვეყანაში ერთ დღეში ინფიცირების შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. გარდაიცვალა რვა ადამიანი. მსხვერპლთა საერთო რიცხვი 116-მდე გაიზარდა.
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ ქვეყანაში დადასტურებულია „კოვიდ-19“-ის 4 161 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 186 ადამიანი, მათგან 43 ბოლო 24 საათის განმავლობაში.