უკრაინაში ავიაკატასტროფის გამო, ვლადიმირ ზელენსკიმ 26 სექტემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა
უკრაინაში ავიაკატასტროფის გამო, ვლადიმირ ზელენსკიმ 26 სექტემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა

ხარკოვის ოლქში ავიაკატასტროფის გამო, უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ 26 სექტემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ვლადიმირ ზელენსკიმ ავიაკატასტროფის დროს გადარჩენილი კურსანტი საავადმყოფოში მოინახულა. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. გადარჩენილმა კურსანტმა უკრაინის პრეზიდენტთან საუბრის დროს კატასტროფის დეტალები გაიხსენა.

გუშინ ხარკოვის ოლქში, სამხედრო აეროპორტიდან ორ კილომეტრში „ან 26“-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ბორტზე 27 ადამიანი იმყოფებოდა – მფრინავები და ივან კოჟედუბას სახელობის საჰაერო ძალების უნივერსიტეტის კურსანტები.

ბოლო მონაცემებით, გარდაიცვალა 26 ადამიანი, ერთი გადარჩენილი კი, საავადმყოფოში მკურნალობს.

თვითმფრინავი საწვრთნელ ფრენას ახორციელებდა. ჩამოვარდნის შემდეგ, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი მოგვიანებით სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა ჩააქრეს.