უკრაინაში ავიაგამანადგურებლის კატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი ორივე პილოტი დაიღუპა
უკრაინაში ავიაგამანადგურებლის კატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი ორივე პილოტი დაიღუპა

უკრაინაში სამხედრო სწავლების დროს ავიაგამანადგურებელმა კატასტროფა განიცადა. შედეგად ბორტზე მყოფი ორივე პილოტი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოფიციალურ Facebook გვერდზე გავრცელდა.

დაღუპული პილოტებიდან ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა. ინციდენტი ვინიცის ოლქში, ადგილობრივი დროით 17:00 საათზე მოხდა. ავიაგამანადგურებელი სუ-27 დასახლებულ პუნქტთან ახლოს ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის მიზეზი უცნობია.

ვინიცის ოლქში 8-19 ოქტომბერს საავიაციო სწავლებები „მოწმენდილი ცა-2018“ იმართება. უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად მასში მონაწილეობას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რამდენიმე წევრი სახელმწიფოს ჯარისკაცებიც იღებენ. მათ შორის არიან ბელგია, დანია, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ესტონეთი, რუმინეთი, პოლონეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.