უკრაინაში აშშ-ის ყოფილ ელჩზე სავარაუდო თვალთვალის დაწესების საქმეზე უკრაინამ გამოძიება დაიწყო
უკრაინაში აშშ-ის ყოფილ ელჩზე სავარაუდო თვალთვალის დაწესების საქმეზე უკრაინამ გამოძიება დაიწყო

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უკრაინაში აშშ-ის ყოფილ ელჩზე, მარი იოვანოვიჩზე სავარაუდო თვალთვალის დაწესების საქმეზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს.

რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობითმა პალატამ გაავრცელა დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც ცნობილი ხდება, რომ დონალდ ტრამპის პირადი ადვოკატის, რუდი ჯულიანის თანამშრომელი ლევ პარნასი მარი იოვანოვიჩის მოხსნის თაობაზე მართავდა მოლაპარაკებებს.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ ოფიციალური კიევი ამერიკის შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკურ საქმეში არ ერევა.