უკრაინაში აშშ-ის შვიდი ყოფილი ელჩი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
უკრაინაში აშშ-ის შვიდი ყოფილი ელჩი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების შვიდი ყოფილი ელჩი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და „აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში უკრაინის ჩათრევის წინააღმდეგ გამოდის.“

ღია წერილში ამერიკელი დიპლომატები ყურადღებას ამახვილებენ აშშ-ისა და უკრაინის ურთიერთობების მნიშვნელობაზე. მათივე თქმით, ვაშინგტონისა და კიევის ახლო ურთიერთობებს, აშშ-ში უკვე დიდი ხანია ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.

„ჩვენ წლების განმავლობაში ვმუშაობიდთ აშშ-ისა დ უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაზე. სწორედ ამიტომ გვაოცებს მცდელობები უკრაინა ჩათრეული იყოს აშშ-ის შიდა პოლიტიკურ პროცესებში, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში. ეს მცდელობები ხელს უწყობს ცრუ და ტოქსიკურ ნარატივს, რომლსაც არ აქვს რეალური საფუძველი „აშშ-ისა და უკრაინის ურთიერთობებში. ეს ემსახურება ორ ქვეყნის ურთიერთობების შესუსტებას, რაც არც აშშ-სა და არც უკრაინის ინტერესებში არ არის“, – ნათქვამია დიპლომატების განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს აშშ-ის შვიდი ყოფილი ელჩი უკრაინაში. მათ შორის არის სტივენ პფაიფერი, კარლოს პასკუალი, კონ ჰერბსტი, უილიამ ტეილორი, ჯონ ტეფტი და მარი იოვანოვიჩი.

შეგახსენებთ, რომ 19 მაისს უკრაინელმა დეპუტატმა ანდრეი დერკაჩმა გაასაჯაროვა აუდიოჩანაწერები, რომლებიც, მისი თქმით, „მიუთითებს აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გავლენაზე უკრაინის ყოფილ პრეზიდნეტ პეტრო პოროშნეკოზე“. დერკაჩის მიერ წარდგენილ ჩანაწერებთან დაკავშირებით უკრაინის პროკურატურამ საქმის წინასასამართლო გამოძიება დაიწყო. პეტრო პოროშენკოს ოფისში და ასევე ჯო ბაიდენის შტაბშიც განაცხადეს, რომ უკრაინელი დეპუტატის მიერ წარდგენილი ჩანაწერები ფაბრიკაციაა.