უკრაინაში აშშ-ის საელჩო რუსეთის მხრიდან გაზრდილი საფრთხის გამო, საკუთარ მოქალაქეებს უკრაინაში ვიზიტისგან თავის შეკავებას ურჩევს
უკრაინაში აშშ-ის საელჩო რუსეთის მხრიდან გაზრდილი საფრთხის გამო, საკუთარ მოქალაქეებს უკრაინაში ვიზიტისგან თავის შეკავებას ურჩევს

უკრაინაში აშშ-ის საელჩომ გამოაქვეყნა გამაფრთხილებელი განცხადება, რომელშიც საკუთარ მოქალაქეებს რუსეთის მხრიდან გაზრდილი საფრთხის გამო უკრაინაში ვიზიტისგან თავის შეკავებას ურჩევს.

საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ გრძელდება უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის უჩვეულო სამხედრო აქტივობების შესახებ შემაშფოთებელი ცნობების მიღება და აშშ-ის მოქალაქეებს ახსენებენ, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარემოებები შეიძლება, გაფრთხილების გარეშე შეიცვალოს.

საელჩოს განცხადების მიხედვით, უკრაინაში მყოფმა აშშ-ის მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ რუსეთის შემდგომი სამხედრო ქმედება უკრაინაში ნებისმიერ ადგილას მნიშვნელოვნად იმოქმედებს აშშ-ის საელჩოს უნარზე უზრუნველყოს საკონსულო მომსახურება და დაეხმაროს აშშ-ის მოქალაქეებს ქვეყნიდან გამგზავრებაში.

დატოვე კომენტარი