უკრაინაში 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა
უკრაინაში 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ირანში თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ზელენსკიმ გადაწყვეტილება საგანგებო თათბირის შემდეგ მიიღო.

უკრაინის პრეზიდენტმა ავიაკატასტროფის  მსხვერპლთა მიმართ პატივისცემის ნიშნად სახელმწიფო უწყებების შენობებზე დროშების დაშვების განკარგულება გასცა.

„უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი ბოინგ 737, რომელიც თეირანიდან კიევის მიმართულებით რეგულარულ რეისს ასრულებდა, 8 იანვარს ირანის დედაქალაქის აეროპორტთან ჩამოვარდა.
ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი 168 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი გარდაიცვალა.