უკრაინაში 28 სექტემბრამდე გარკვეული კატეგორიის გარდა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა იკრძალება

17:19, 26.08.2020

უკრაინაში 28 სექტემბრამდე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა იკრძალება.

ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

ახალი რეგულაცია 29 აგვისტოს შევა ძალაში. მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, გამონაკლისი დასაშვებია იმ შემთხვევებში, როდესაც პირი უკრაინის გავლით სხვა ქვეყანაში მიემგზავრება, უკრაინაში სასწავლებლად მიდის, უკრაინის მცხოვრებია, არის დევნილი, სჭირდება დამატებითი დაცვა ან დიპლომატიური კორპუსის წევრია.

მსგავსი