უკრაინასა და რუსეთს შორის პატიმრების გაცვლის პროცესი მიმდინარეობს 
უკრაინასა და რუსეთს შორის პატიმრების გაცვლის პროცესი მიმდინარეობს 

უკრაინასა და რუსეთს შორის პატიმრების გაცვლის პროცესი მიმდინარეობს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ადვოკატების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც ცნობილია, უკრაინელი პატიმრების ნათესავები კიევის „ბორისპოლის“ აეროპორტში იმყოფებიან, სადაც გავრცელებული ცნობით, სპეციალური რეისი უკვე დაეშვა. ბორტზე გათავისუფლებული უკრაინელები იმყოფებიან.

კიევის „ბორისპოლის“ აეროპორტში ამავე სპეციალური რეისის საშუალებით მოსკოვში რუსი პატიმრები გაემგზავრებიან. ისინიც აეროპორტში იმყოფებიან.

როგორც ცნობილია, რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის პროცედურა 35-35-ის ფორმულით მიმდინარეობს. რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული მხარე 35 ტყვეს ათავისუფლებს. მათ შორის არის 24 უკრაინელი მეზღვაური, რომლებიც რუსეთმა ქერჩის სრუტეში გასული წლის ნოემბერში დააკავა.