უკრაინას სავალდებულო სამხედრო გაწვევის გაუქმება სურს
უკრაინას სავალდებულო სამხედრო გაწვევის გაუქმება სურს

უკრაინის თავდაცვის მინისტრ ანდრეი ზაგოროდნიუკს​ სავალდებულო სამხედრო გაწვევის გაუქმება სურს. ამის შესახებ ზაგოროდნიუკმა ტელეკომპანია „1+1“-ის ეთერში განაცხადა.

„სახელმწიფოს პოზიცია და ჩემი პერსონალური მიზანი გაწვევის გაუქმებაა. ჩვენ მივისწრაფვით ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი, პროფესიული არმიისკენ, რომელიც იქნება პროფესიონალი, მომზადებული და აღჭურვილი“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ამასთან, ზაგოროდნიუკის თქმით, პროფესიულ შეიარაღებულ ძალებზე გადასვლა სწრაფი არ იქნება. მისი განმარტებით, თითოეულმა სამხედრო მოსამსახურემ უნდა იცოდეს საკუთარი ადგილი და ჰქონდეს მკაფიო სამხედრო კარიერა.

უკრაინული მედიის ცნობით, კიევის კომისარიატებმა პოლიციას უკრაინის დედაქალაქის მცხოვრებთა თითქმის 35 ათასი ადამიანის საქმეები გადასცეს, რომლებიც სამხედრო გაწვევას თავს არიდებენ.

დატოვე კომენტარი