უკრაინას, აშშ-სა და თურქეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მკვლელობები უნდა შეწყდეს
უკრაინას, აშშ-სა და თურქეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მკვლელობები უნდა შეწყდეს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს პრესმდივნის, ტემი ბრიუსის თქმით, დელეგაციებმა შეხვედრისას რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიანი გზით დასრულების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
სტამბოლში თურქეთის, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოლაპარაკებებში თურქეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი ხელმძღვანელობდა.
აშშ-ის დელეგაციას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უძღვებოდა, დელეგაციაში ასევე შედიოდნენ თურქეთში აშშ-ის ელჩი და უკრაინაში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი.
უკრაინის დელეგაციას წარმოადგენდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა.