უკრაინამ ყირიმის სანაპიროსთან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო ხომალდი „სერგეი კოტოვი“ გაანადგურა
უკრაინამ ყირიმის სანაპიროსთან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო ხომალდი „სერგეი კოტოვი“ გაანადგურა

უკრაინამ ყირიმის სანაპიროსთან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო ხომალდი „სერგეი კოტოვი“ გაანადგურა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სპეცოპერაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ და უკრაინის არმიის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ერთობლივად ჩაატარეს.

რუსულ ხომალდზე თავდასხმა უკრაინული წარმოების საზღვაო უპილოტო აპარატით, „მაგურა ვი5“-ით განხორციელდა, რის შემდეგაც საპატრულო გემს სამი მხარე დაუზიანდა.

რუსულ ხომალდზე თავდასხმა ქერჩის სრუტესთან მოხდა. ჩაძირული გემის ღირებულება, დაახლოებით, 65 მილიონი დოლარია.