ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩში უკრაინის ეროვნული გუნდი სომხეთის ნაკრებს შეხვდა და სამი უპასუხო ბურთი გაუტანა – 3:0.
საომარი მდგომარეობის გამო, უკრაინის ნაკრებმა სომხეთს პოლონეთში, ქალაქ ლოძში უმასპინძლა.
რუსლან მალინოვსკის, ოლეკსანდრ კარავაევისა და ვიტალი მიკოლენკოს გოლებით უკრაინელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფებიან, სომხეთის ეროვნული გუნდი სამი ქულით მესამე პოზიციაზეა.
ერთა ლიგის მეოთხე ტურში უკრაინა ირლანდიას შეხვდება, სომხეთი კი შოტლანდიას დაუპირისპირდება.