უკრაინამ საფრანგეთს პოლ სინიაკის ტილო დაუბრუნა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.
ხელოვნების ნიმუშის გადაცემის ცერემონიას უკრაინაში საფრანგეთის ელჩი დაესწრო. იზაბელ დიუმონმა უკრაინელ სამართალდამცველ ორგანოებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარზე ხანძრის შემდეგ საფრანგეთისთვის ეს დიდი შვებაა.
ფრანგი ნეოიმპრესიონისტი მხატვრის, პოლ სინიაკის ტილო „ლა-როშელის პორტი“ 1,5 მილიონ ამერიკულ დოლარად არის შეფასებული. ხელოვნების ნიმუშის კვალს უკრაინელმა სამართალდამცველებმა რამდენიმე თვის წინ მიაგნეს, როდესაც ქურდები ნახატის შავ ბაზარზე გაყიდვას ცდილობდნენ.
გამოძიების შედეგად დადგინა, რომ ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, ნახატის მოპარვასთან ერთად, ცნობილი უკრაინელი იუველირის მკვლელობაშიც არის დაკავშირებული. მისი სახლის ჩხრეკის დროს პოლიციამ ნახატთან ერთად ცეცხლსასროლი იარაღიც ამოიღო.