უკრაინამ რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა
უკრაინამ რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. თავდასხმა ლუკოილის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე განხორციელდა.

„თავდასხმის შემდეგ უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო ვოლგოგრადის ოლქში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი და ნავთობპროდუქტების გაჟონვა მოხდა“, – განაცხადა ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ბოჩაროვმა.

ასევე, უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის გამო ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვოლგოგრადის აეროპორტის დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.