უკრაინამ ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა
უკრაინამ ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა

უკრაინამ ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმა. ხელშეკრულებას ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრებმა მოაწერეს ხელი.

მანამდე კი, იერუსალიმში ისრაელისა და უკრაინის პრემიერ- მინისტრების შეხვედრა გაიმართა.

პეტრო პოროშენკოს თქმით, უკრაინამ და ისრაელმა ურთიერთობებში ყველა ეკონომიკური ბარიერი მოხსნეს.

ხელშეკრულების მიხედვით, უკრაინაში წარმოებული პროდუქციის 80%-ზე იმპორტის ტარიფი გაუქმდება. როგორც უკრაინის ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ, უკრაინის ეკონომიკაში ისრაელის ინვესტიციების მოცულობა გაიზრდება.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელი უკრაინას სამხედრო სფეროშიც გაუზიარებს გამოცდილებას. მისივე თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ოდესაში მიიწვია.