უკრაინამ დრონებით დაარტყა ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 2 700 კილომეტრზე მდებარეობს

19:34, 07.07.2026

უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა.

ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 2 700 კილომეტრში მდებარეობს, თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. ეს კიევის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე შორეული თავდასხმა იყო მთელი ომის განმავლობაში.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დარტყმას მნიშვნელოვანი წარმატება უწოდა.

უკრაინულმა თავდაცვითი ტექნოლოგიების კომპანიამ, Fire Point-მა განაცხადა, რომ ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა განხორციელდა FP-1 ტიპის მოდერნიზებული დრონებით. კომპანიამ ამ ფრენას რეკორდული უწოდა. დაფარული მანძილის მიხედვით. ეს იყო მოიერიშე დრონების რეკორდული ფრენა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მსგავსი