ალექსეი რეზნიკოვი - უკრაინამ ბრიტანეთისგან მორიგი სამხედრო დახმარება მიიღო
ალექსეი რეზნიკოვი - უკრაინამ ბრიტანეთისგან მორიგი სამხედრო დახმარება მიიღო

უკრაინამ ბრიტანეთისგან მორიგი სამხედრო დახმარება მიიღო.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, ქვეყანაში უკვე ჩავიდა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „ემ 270“-ის (M270) ახალი პარტია.

„მადლობა ბენ უოლასს და დიდი ბრიტანეთის ყველა მოქალაქეს! თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. ჩვენი არმია ოსტატურად იყენებს ამ „შევსებას“ ბრძოლის ველზე. მეტი საჩუქრები მალე იქნება“, – თქვა რეზნიკოვმა.

ბრიტანული სარაკეტო სისტემები სამიზნეებს დაახლოებით 80 კილომეტრის მანძილზე ანადგურებს.