უკრაინამ ბაშკირეთის ქალაქ უფაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა
უკრაინამ ბაშკირეთის ქალაქ უფაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა.
მედიის ცნობით, იერიშის შემდეგ ადგილზე ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივების თქმით, თავდასხმის სამიზნე ორი ცალკეული სამრეწველო ობიექტი გახდა.
როგორც მედია წერს, სავარაუდოდ, დარტყმები მოხდა Bashneft-UNPZ-ისა და Bashneft-Novoil-ის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რომლებიც ერთმანეთის გვერდით მდებარეობს.
ქარხნები აწარმოებენ ევრო-6-ის ტიპის ბენზინს, დიზელის საწვავს, საავიაციო ნავთსა და სამრეწველო ზეთებს.