უკრაინამ აშშ-ისგან სამხედრო-ტექნიკური დახმარება მიიღო
უკრაინამ აშშ-ისგან სამხედრო-ტექნიკური დახმარება მიიღო

უკრაინამ აშშ-ისგან სამხედრო-ტექნიკური დახმარება მიიღო. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ტვირთი კიევის ბორისპოლის აეროპორტში კვირას ჩავიდა. უწყების ცნობით, უკრაინამ სამხედრო დახმარება პრეზიდენტს ვოლოდომირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის დროს მიღწეული შეთანხმების ფარგლებში მიიღო.

შეთანხმებული 250 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების გარდა, ამერიკელი პარტნიორებისგან უკრაინამ ასევე დამატებით მიიღო 60 მილიონი დოლარის ღირებულების ტვირთი, მათ შორის სამედიცინო აღჭურვილობა, საბრძოლო მასალები, რადიოლოკაციური სადაზვერვო და სხვა სამხედრო აღჭურვილობა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 2014 წლიდან ვაშინგტონმა კიევს ორი მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების მატერიალურ-ტექნიკური დახმარება აღმოუჩინა.

დატოვე კომენტარი