უკრაინამ აშშ-ისგან სამხედრო დახმარების ფარგლებში 80 ათასი კილოგრამი საბრძოლო მასალა მიიღო

10:13, 15.11.2021

უკრაინამ აშშ-ისგან სამხედრო დახმარების ფარგლებში 80 ათასი კილოგრამი საბრძოლო მასალა მიიღო, – შესაბამის ინფორმაციას უკრაინაში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. ეს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში 60 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების ფარგლებში, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული საბრძოლო მასალების მეოთხე პარტიაა.

აშშ-ის დიპლომატიური მისია აღნიშნავს, რომ აგვისტოში პრეზიდენტ ბაიდენის მიერ გამოყოფილი 60 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება არის ვაშინგტონის მიერ სტაბილური, დემოკრატიული და თავისუფალი უკრაინის მხარდაჭერის დემონსტრირება.

აშშ-ის საელჩოს ცნობით, 2014 წლის შემდეგ უკრაინამ აშშ-ისგან უსაფრთხოების სფეროში 2,5 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება მიიღო.

მსგავსი