უკრაინამ აშშ-ს თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა შესთავაზა
უკრაინამ აშშ-ს თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა შესთავაზა

უკრაინამ აშშ-ს თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა შესთავაზა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

დმიტრო კულებას თქმით, თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნით, კიევი შეეცდება, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის საჭირო თანხები მიიზიდოს.

„ჩვენ გვაქვს ინიციატივა, რომელიც შევთავაზეთ ამერიკელებს. ეს არის უკრაინისა და აშშ-ის თავისუფალი სავაჭრო ზონა, რადგან ჩვენ გვსურს ეკონომიკის განმტკიცება“, – განაცხადა კულებამ.

მინისტრის თქმით, ეს ნაბიჯი საშუალებას მისცემს უკრაინას ფინანსური რეზერვები მიიზიდოს.

„ომს სჭირდება ფული და საჭიროა ამ ფულის გამომუშავება“, – განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. მისივე თქმით, უკრაინა მუდმივად ცდილობს, წამოწიოს აშშ-თან უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხიც.

ამასთან, დმიტრო კულებას თქმით, უვიზო მიმოსვლის საკითხზე უკრაინა მოლაპარაკებებს აწარმოებს კანადასთან და დიდ ბრიტანეთთანაც.

დატოვე კომენტარი