უკრაინა შავი ზღვის რეგიონში ორ სამხედრო საზღვაო ბაზას ააშენებს
უკრაინა შავი ზღვის რეგიონში ორ სამხედრო საზღვაო ბაზას ააშენებს

უკრაინა შავი ზღვის რეგიონში ორ სამხედრო საზღვაო ბაზას ააშენებს, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ გააკეთა.

ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მჭიდრო თანამშრომლობას აპირებს თურქეთთან და ერთობლივად იმუშავებს უპილოტო საფრენი აპარატებისა და ძრავების, ასევე ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემების შექმნაზე.

ზელენსკის თქმით, უკრაინა ანახლებს სამხედრო არსენას და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დაემატა ფრთოსანი რაკეტა „ნეპტუნი“.

„ჩვენ ვიწყებთ ორი სამხედრო საზღვაო ბაზის მშენებლობას, რათა შავი ზღვის რეგიონი დაცული იყოს“, – განაცხადა ზელენსკიმ რადაში გამოსვლისას.

როგორც უკრაინული მედია წერს, სამხედრო აღნიშნული ბაზების მშენებლობაში ბრიტანელი სპეციალისტებიც ჩაერთვებიან. ლონდონში ხელმოწერილი მემორანდუმის მიხედვით, ბრიტანეთი უკრაინის ფლოტის განვითარებისთვის 1,25 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობით კრედიტს გამოუყოფს.

დატოვე კომენტარი