უკრაინა რუსული რეაქტიული დრონების 57 პროცენტს მას შემდეგ ანადგურებს, რაც საბრძოლო მოქმედებებში ახალი გზაგადამჭრელელი აპარატები ჩაერთნენ

16:57, 29.09.2026
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები კიევზე მოიერიშე რუსულ დრონებს იგერიებენ. 2026 წლის 24 მაისი

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები კიევზე მოიერიშე რუსულ დრონებს იგერიებენ. 2026 წლის 24 მაისი

უკრაინის თავდაცვის ძალები რუსული რეაქტიული დრონების 57 პროცენტს აგდებენ, განადგურებული დრონების მთლიანი მაჩვენებელი კი ამჟამად 70 პროცენტს შეადგენს. ეს მონაცემი გულისხმობს როგორც ჩვეულებრივ, ისე რეაქტიული ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებს. ზოგიერთი საბრძოლო ჯგუფი, რეაქტიული დრონების გასანეიტრალებლად, ახალ გზაგადამჭრელ საფრენ აპარატებს (Дрон-перехоплювач) უკვე იყენებს, თუმცა ეს ტექნოლოგია ჯერ კიდევ დახვეწის პროცესშია.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 სექტემბრის საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„რაც შეეხება გამანადგურებლებს […] სამწუხაროდ, ისინი იმაზე ნაკლები გვაქვს, ვიდრე ამ დროისთვის მათზე მოთხოვნა არსებობს. ამ ეტაპზე ეს მაჩვენებელი 57 პროცენტს შეადგენს, ახალი გზაგადამჭრელი დრონები კი უკვე აქტიურად იტესტება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ზოგიერთი საბრძოლო ჯგუფი ახალ გზაგადამჭრელ დრონებს უკვე იყენებს, თუმცა გარკვეული დეტალების დახვეწა ჯერ კიდევ საჭიროა, რათა ისინი უფრო ეფექტური იყოს და ფართოდ დაინერგოს.

„დეველოპერებს ვაჩქარებთ. მათგან ვითხოვთ, რომ გზაგადამჭრელ ხაზებზე ყოველ კვირას სულ უფრო უკეთესი შედეგები უნდა გვქონდეს, ჩამოგდებული სამიზნეების რაოდენობის კუთხით“, – დასძინა ზელენსკიმ.

სტატიის ავტორი: დანილო ოსტროვერხოვ-ნოვიცკი, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი (suspilne Ukraine/ суспільне україне)

ფოტოს ავტორი: სერგეი სუპინსკი, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი, 2026 წელი, 02:02 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი