უკრაინა რუსეთის საელჩოს უფროს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს. ინფორმაციას გამოცემა „უნიანი“ ავრცელებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსმა დიპლომატმა უკრაინის ტერიტორია 19 აპრილის შემდეგ, 72 საათში უნდა დატოვოს.
უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ეს არის პასუხი რუსეთიდან უკრაინის კონსულის, ალექსანდრ სოსონიუკის გაძევებაზე. სამინისტრომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ასეთი ქმედებები უხეშად არღვევს ვენის 1961 წლის დიპლომატიური ურთიერთობების კონვენციას, 1963 წლიდან საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთმა აირჩია შემდგომი გამწვავების კურსი უკრაინასთან.