უკრაინა რუსეთის არმიას ქალაქ ბახმუტის დაბომბვისას ფოსფორის საბრძოლო მასალის გამოყენებაში სდებს ბრალს
უკრაინა რუსეთის არმიას ქალაქ ბახმუტის დაბომბვისას ფოსფორის საბრძოლო მასალის გამოყენებაში სდებს ბრალს

უკრაინა რუსეთის არმიას ქალაქ ბახმუტის დაბომბვისას ფოსფორის საბრძოლო მასალის გამოყენებაში სდებს ბრალს.

უკრაინელმა სამხედროება გამოაქვეყნეს დრონით გადაღებული ვიდეო, სადაც ცეცხლის ალში გახვეული ქალაქი ჩანს.

ფოსფორის საბრძოლო მასალის გამოყენება აკრძალული არ არის, მაგრამ მათი გამოყენება მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებულ ზონებში ომის დანაშაულდ ითვლება. ფოსფორის საბრძოლო მასალა ხანძრის სწრაფ გავრცელებას უწყობს ხელს და ჩაქრობა ძალიან რთულია.

უკრაინის სპეციალური ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი აგრძელებს ქალაქ ბახმუტის განადგურებას.

„ბიბისის“ ცნობით, უკრიანელი სამხედროების მიერ გავრცელებული ვიდეოდან არ ირკვევა, თუ კონკრეტულად როდის მოხდა აღნიშნული თავდასხმა.