უკრაინა ნატო-ს მისიაში მონაწილეობის მიზნით, ერაყში სამხედროებს გაგზავნის
უკრაინა ნატო-ს მისიაში მონაწილეობის მიზნით, ერაყში სამხედროებს გაგზავნის

უკრაინა ნატო-ს მისიაში მონაწილეობის მიზნით, ერაყში სამხედროებს გაგზავნის.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, უკრაინის მთავრობამ აცნობა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლებს, რომ კიევი მზადაა ერაყში 20 უკრაინელი ჯარისკაცი გაგზავნოს, რომლებიც ამ ქვეყანაში უსაფრთხოების განმტკიცების მისიაში ჩაერთვებიან.

როგორც ბრიუსელში ვიზიტის დროს ევროინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა დმიტრი კულებამ განაცხადა, უკრაინა მზადაა, ერაყში ნატო-ს ოპერაციული პარტნიორი გახდეს.