უკრაინა აზოვის ზღვაში სამხედრო-საზღვაო ბაზას შექმნის
უკრაინა აზოვის ზღვაში სამხედრო-საზღვაო ბაზას შექმნის

უკრაინა აზოვის ზღვაში წლის ბოლომდე სამხედრო-საზღვაო ბაზას შექმნის.

უკრაინის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ქალაქ ბერდიანსკში ზღვაში ორი საარტილერიო დაჯავშნული კატარღა უკვე გაუშვეს.

მანამდე უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ აზოვის ზღვაში სამხედრო კომპონენტის გაძლიერებისა და სასაზღვრო დაცვის დანაყოფების სარაკეტო შეიარაღებით აღჭურვის შესახებ მიიღო წინადადება.