უკრაინა აზოვის ზღვაში ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს აანონსებს
უკრაინა აზოვის ზღვაში ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს აანონსებს

უკრაინა აზოვის ზღვაში ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს აანონსებს. ინფორმაციას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ალექსანდრ ტურჩინოვი ავრცელებს.

მისი თქმით, რუსული აგრესიის გამო, უკრაინა აზოვის ზღვაში სამხედროთა რიცხვს ზრდის და მზად არის, რუსეთის ნებისმიერ პროვოკაციაზე პასუხის გასაცემად.