უხვმა ნალექმა ზემო სვანეთში პრობლემები შექმნა
უხვმა ნალექმა ზემო სვანეთში პრობლემები შექმნა

უხვმა ნალექმა ზემო სვანეთში პრობლემები შექმნა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, უხვი ნალექის შედეგად მესტია- უშგულის გზა დაიმეწყრა, წაქცეულია მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ბოძები, დაზიანებულია ელექტროსადენები, უშგული მთლიანად მოწყვეტილია გარესამყაროს, არ მიეწოდება ელექტროენერგია.

როგორც მესტიის მერი პირველ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ამბობს, ადგილზე დილიდან მობილიზებულია როგორც საგზაო დეპარტამენტის სპეცტექნიკა, ასევე „ენერგო პრო ჯორჯიას“ ბრიგადები. მიმდინარეობს გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები.

კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, პრობლემებია მულახის თემში, ასევე სოფლებში – ადიშსა და ბეჩოში, სადაც ადიდებულმა მდინარეებმა წაიღო ხიდბოგირები, დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. მისივე თქმით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.