უხვმა ნალექმა და სეტყვამ თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების სოფლებში გარკვეული პრობლემები შექმნა

13:16, 11.09.2025

უხვმა ნალექმა და სეტყვამ თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების სოფლებში გარკვეული პრობლემები შექმნა.

კერძოდ, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში სეტყვამ დააზიანა საკარმიდამო ეზოები, ხეხილისა და ბოსტნეულის ბაღები. ამასთან, დაზიანდა სოფელ შილდის გარე პერიმეტრზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, კონკრეტულად ვენახები არ დაზიანებულა.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ვარდისუბანში, გულგულასა და შალაურში მცირე რაოდენობით მოსულ სეტყვას ზიანი არ გამოუწვევია.

მსგავსი