უხვმა ნალექმა და სეტყვამ თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში პრობლემები შექმნა

18:54, 12.09.2025

უხვმა ნალექმა და სეტყვამ თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში პრობლემები შექმნა.

კერძოდ, ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვამ ყურძნის მოსავალი დააზიანა სოფელ ვარდისუბანსა და რუისპირში, ასევე დაზიანდა საკარმიდამო ნაკვეთები, ხეხილი და ერთწლიანი ბოსტნეული კულტურები.

რთველის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, დაზიანებულ ყურძენს „მოსავლის მართვის კომპანია“ კილოგრამს ლარად შეისყიდის.

მსგავსი