უხვი ნალექის შედეგად სენაკში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა, დაზიანებულია მუნიციპალური ინფრასტრუქტურა

15:33, 27.06.2026

ხვმა ნალექმა სენაკში პრობლემები შექმნა.

დაიტბორა კერძო საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები, მრავალსართულიანი ბინების სადარბაზოები, საავტომობილო გზები. შეფერხებული იყო მოძრაობა სარკინიგზო ხიდის ქვეშ.

უხვი ნალექის შედეგად სენაკის მუნიციპალიტეტში დაიტბორა სახნავ-სათესი ფართობები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და მუნიციპალური სამსახური.

მსგავსი