უხვი ნალექის გამო რუსთავში რამდენიმე ქუჩას პრობლემები შეექმნა
უხვი ნალექის გამო რუსთავში რამდენიმე ქუჩას პრობლემები შეექმნა

გვიან ღამით მოსული უხვი ნალექის გამო რუსთავში რამდენიმე ქუჩას პრობლემები შეექმნა. იაღლუჯის ფერდობიდან ჩამოსულმა ნალექმა ქალაქში ქვიშა და შლამი ჩამოიტანა, დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სარდაფი, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა მელიქიშვილის ქუჩაზე.

ადგილობრივები  სანიაღვრე არხების გაწმენდას და გზის საფარის მოწესრიგებას ითხოვენ.

მაშველები და რუსთავის მერიის შესაბამისი.სამსახურები მძიმე ტექნიკით ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე ამ დრომდე მუშაობენ.