უხანში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა
უხანში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

ჩინეთში, ქალაქ უხანში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ ექიმი ჰუ ვეიფენგი კორონავირუსით დაიღუპა. ჰუ ვეიფინგი ექიმ ლი ვანლინთან ერთად მუშაობდა, რომელიც ერთ-ერთი პირველი ექიმი იყო, რომელმაც ვირუსის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ექიმი ვანლინი 6 თებერვალს კორონავირუსით გარდაიცვალა.

ჰუ ვეიფენგი, უჰანის ცენტრალურ საავადმყოფოში მუშაობდა, ის უროლოგი იყო. საავადმყოფოს ექიმის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

ჩინეთის მთავრობა ამ დრომდე არ ავრცელებს ოფიციალურ მონაცემებს, რამდენი ექიმი დაიღუპა კორონავირუსით. ცნობილია, რომ ვირუსით 3 387 ექიმი დაინფიცირდა.