უხანიდან ბელგიაში ევაკუირებულ მოქალაქეს კორონავირუსი აღმოაჩნდა
უხანიდან ბელგიაში ევაკუირებულ მოქალაქეს კორონავირუსი აღმოაჩნდა

ბელგიაში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ბელგიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაავადებულია ქალი, რომელიც ჩინეთიდან ახალი დაბრუნებულია. ის საფრანგეთის მიერ ჩინეთიდან ევაკუირებულ პირებს შორის იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ ინფიცირებული თავს კარგად გრძნობს და მას დაავადების სიმპტომები ამ დრომდე არ გამოვლენია. დაავადებული ქალი ბრიუსელის სენ პიერის საავადმყოფოშია მოთავსებული.

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილია 400-ზე მეტი ადამიანი. ერთი ადამიანია გარდაცვლილი ჰონგ კონგში, ხოლო კიდევ ერთი – ფილიპინებზე.