„უიპეშტმა“ „დირმოტს“ ვერ მოუგო - ზივზივაძემ პენალტი ვერ გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
„უიპეშტმა“ უნგრეთის ჩემპიონატში მორიგი შეხვედრა გამართა და ეს ბოლო ტურებში პირველი შემთხვევა იყო, ქართველმა ფეხბურთელებმა თავი რომ ვერ გამოიჩინეს. თუმცა, ამის შანსი ჰქონდათ.
უნგრეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში „უიპეშტი“ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერ „დირმოტს“ შეხვდა და მატჩი ფრედ დაასრულა – 2:2. ბუდუ ზივზივაძე და გიორგი ბერიძე (87-ე წუთზე შეცვალეს) ძირითად შემადგენლობაში იყვნენ.
ქართველების გუნდი თავიდან მდევრის როლში იყო, რადგან მე-14 წუთზე პატრიკ ნაგუმ „დირმოტი“ – სტუმრები დააწინაურა. მაგრამ შესვენებამდე ნიკოლა მიტროვიჩმა წონასწორობა აღადგინა. 66-ე წუთზე გუნდმა პენალტის შესრულების უფლება მოიპოვა. ზივზივაძემ პანენკას სტილში დაარტყა და ბურთი კარს ააცილა.
85-ე წუთზე ვინსენტ ონოვომ „უიპეშტი“ დააწინაურა – გუნდი ახლოს იყო მოგებასთან, თუმცა 90+1-ე წუთზე „დირმოტმა“ დენსი ვენტურას გოლით წონასწორობა აღადგინა და მეტოქეებმა ქულები გაინაწილეს.
„უიპეშტმა“ 30 ტურის შემდეგ 40 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზეა. სეზონის ბოლომდე დარჩენილ 3 ტურში გუნდს ოთხეულში მოხვედრის შანსი აქვს.