„უიპეშტმა“ „დირმოტს“ ვერ მოუგო - ზივზივაძემ პენალტი ვერ გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

უიპეშტმა“ უნგრეთის ჩემპიონატში მორიგი შეხვედრა გამართა და ეს ბოლო ტურებში პირველი შემთხვევა იყო, ქართველმა ფეხბურთელებმა თავი რომ ვერ გამოიჩინეს. თუმცა, ამის შანსი ჰქონდათ.

უნგრეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში „უიპეშტი“ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერ „დირმოტს“ შეხვდა და მატჩი ფრედ დაასრულა – 2:2. ბუდუ ზივზივაძე და გიორგი ბერიძე (87-ე წუთზე შეცვალეს) ძირითად შემადგენლობაში იყვნენ.

ქართველების გუნდი თავიდან მდევრის როლში იყო, რადგან მე-14 წუთზე პატრიკ ნაგუმდირმოტი“ – სტუმრები დააწინაურა. მაგრამ შესვენებამდე ნიკოლა მიტროვიჩმა წონასწორობა აღადგინა. 66-ე წუთზე გუნდმა პენალტის შესრულების უფლება მოიპოვა. ზივზივაძემ პანენკას სტილში დაარტყა და ბურთი კარს ააცილა.

85-ე წუთზე ვინსენტ ონოვომუიპეშტი“ დააწინაურა – გუნდი ახლოს იყო მოგებასთან, თუმცა 90+1-ე წუთზე „დირმოტმა“ დენსი ვენტურას გოლით წონასწორობა აღადგინა და მეტოქეებმა ქულები გაინაწილეს.

უიპეშტმა“ 30 ტურის შემდეგ 40 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზეა. სეზონის ბოლომდე დარჩენილ 3 ტურში გუნდს ოთხეულში მოხვედრის შანსი აქვს.